პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე - პრემიერის მოწოდების მიუხედავად, „საქნახშირის“ ადმინისტრაცია ყველა დასაქმებულს ურეკავს და სთხოვს, სამუშაო ადგილზე დაბრუნდეს

მიუხედავად პრემიერის მოწოდებისა, კომპანია „საქნახშირი ჯი აი ჯის“ ადმინისტრაცია ბოლო ორი დღის მანძილზე ყველა დასაქმებულს ურეკავს და სთხოვს, სამუშაო ადგილზე დაბრუნებას, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მეშახტეებისგან აქვს.

ლიპარტელიანის განცხადებით, ადმინისტრაციამ გუშინ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა, სადაც მითითებულია, რომ ეს ეხება ყველა დასაქმებულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაცდენილი დღეები არ აუნაზღაურდებათ.

„ჩვენი კანონმდებლობით, ნებისმიერს აქვს უფლება, არ იმუშაოს, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. მეორე მხრივ, ადმინისტრაციის ეს ბრძანება პრემიერის განცხადებას ეწინააღმდეგება, რომლითაც შახტებში სამუშაოები უნდა შეჩერდეს და ამასთან, უნდა მოხდეს ამ დღეების ანაზღაურება“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, პრემიერის ეს განცხადება მნიშვნელოვანია, თუმცა დაგვიანებული. პროფკავშირები მოუწოდებს პრემიერს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს სამხრივი კომისიის სხდომა, სადაც მიმდინარე წლის აპრილში პროფკავშირის მიერ შახტებთან დაკავშირებით მოთხოვნებს განიხილავენ.

პროფკავშირები ასევე მოითხოვენ, შახტებში სამუშაოები შეჩერდეს მანამ, სანამ საერთაშორისო ექსპერტები შახტაში მომხდარის მიზეზებს არ შეისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო