სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართა

სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 28-ე ყრილობა გაიმართა. სფფ-ის ინფორმაციით, ყრილობის მთავარი თემა ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვის „მომავლის 11“-ის პრეზენტაცია იყო. სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას „მომავლის 11-ის“ ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომლის მთავარი მიზანი სტრატეგიული ნაბიჯებით ფეხბურთის განვითარება და 2026 წლისთვის მომავლის ნაკრების შექმნაა.

„აღნიშნულის მისაღწევად ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარებისთვის საუკეთესო თერთმეტეული წარმოადგინა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მოთამაშეები არიან: მოხალისეები, მსაჯები, სახელმწიფო მასობრივი ფეხბურთი, მწვრთნელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ლიგა, მედია, ბიზნეს-სექტორი, გულშემატკივრები და ბავშვთა ფეხბურთი“, - აცხადებენ სფფ-ში.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციის ხედვა ეფუძნება იმ მთავარ პრინციპს, რაც მოიცავს გუნდურობას.

„ერთობლივი მუშაობა, მაქსიმალური ჩართულობა ერთიანი ძლიერი საუკეთესო თერთმეტეული მომავლის 11-სათვის - სწორედ ესაა ჩვენი გეგმა, ეს არის თითოეული ადამიანი, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ეს ხართ თქვენ ! ამ გუნდში უნდა იპოვოთ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი თავი., თუკი ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

„მომავლის 11-ის“ პრეზენტაციის გარდა რიგით 28-ე ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა, რომლის საშუალებითაც ლევან კობიაშვილმა საზოგადოებას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა თავის სიტყვაში მასობრივი ფეხბურთისა და ბავშვთა ფეხბურთის, ინფრასტრუქტურის, საფეხბურთო განათლების, სფფ-ის სოციალური პასუხისმგებლობისა და სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

28-ე კონგრესზე საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელები საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაჯილდოვდნენ. 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სიმბოლურად, საჩუქრად 40 000 ლარი გადაეცათ. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ფეხბურთში ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გელა კეტაშვილმა სპეციალური პრიზი მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა