მარია ზახაროვა - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, ისევე როგორც ტრაგიკულ ინცინდენტებს, რომლებიც აღნიშნულ მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ამიტომ ეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფრონტაციული და პროვოკაციულია“, - განაცხადა ზახაროვამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-წევრიანი სია წარუდგინა. აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება