რუისთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, რუისთან ახლოს მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

გარდაცვლილია 60 წელს გადაცილებული ქალი, შვილი კი, დაახლოებით 35 წლის ქალი, მრავლობითი ექსკორიაციებით, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადაიყვანეს.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

„გორმედის" ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა