ირაკლი აბესაძე „როსპოტრებნადზორის“განცხადებაზე - ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, რაზეც ფაქტობრივად, ქართულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად წაიყვანა ქვეყანა

ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, რაზეც ფაქტობრივად, ქართულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად წაიყვანა ქვეყანა და რისი ატანაც გვიწევს, – ამგვარად აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ყოველთვის, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ეცდება გადადგას ნაბიჯი, რომელიც არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლებას, ასეთი პასუხი იქნება.

„რუსეთის მხრიდან ვხედავთ პოლიტიკურ წნეხს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად, კვლავ ქართული ბაზარი და ექსპორტი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული გახდა რუსეთზე. გასული ხუთი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა 85%–ით, მაშინ, როდესაც, ამავე პერიოდში რუსეთთან გაიზარდა 700%–ით. ეს არის დანაღმულ ველზე ქვეყნის ეკონომიკის მიზანმიმართული შეყვანა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა და სამწუხაროდ, ყველა ჯერზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ეცდება გადადგას ნაბიჯი, რომელიც არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლებას, მტრულად განწყობილ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება, ასეთი, რაც მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებზე და თითოეულ ოჯახზე“, –განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ „როსპოტრებნადზორი“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლს ატარებს. „როსპოტრებნადზორში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, საერთო ჯამში 16 ათასი ლიტრის მოცულობისაა და რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა