გიორგი მარგველაშვილი - ამ ჩამყაყებული ტვინებისთვის ვამბობ... უნდა იყო ბევრად უფრო თამამი შენი წარმატების მტკიცებაში

ეს წარმატება ბრიუსელში იყო ჩემი და მმართველი გუნდის წარმატება, მაგრამ სულ მორიდებულები არიან მტკიცებით ფორმაში საუბრისას, თუ ვინმეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რომელიც საგარეო მიმართულებით, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას ეხებოდა.

პრეზიდენტის თქმით, როგორც საგარეო უწყებას, ისე დეპუტაციას უჭირთ მტკიცებით ფორმატში საუბარი, ისეთ საკითხებზეც კი, რაშიც წარმატებას მიაღწიეს. პრეზიდენტს ამის მაგალითად, ბრუსელში გამართული ნატოს მინისტერიალი მოჰყავს.

“ჩვენ რაღაცებში უნდა ვიყოთ გაერთიანებულები და არ უნდა გაიაფდე ისე, რომ რაღაც აზრიანი სახით დაჯდე რომელიმე ეთერში "და, და არაფერი არ მომხდარა" იძახო. ამისთვის უნდა აიღო, თუ ინგლისური არ იცი, ვინმეს უნდა სთხოვო და წაიკითხო კონკრეტული დეკლარაცია, თუ არ იცი საერთაშორისო თემები, უთხარი, რომ მოვალ რაღაც სხვა თემაზე სასაუბროდ. ამ ჩამყაყებული ტვინებისთვის ვამბობ ამას, მე არ ვაბრალებ მათ, რომ ისინი რომელიმე ქვეყნის სამსახურში დგანან.

უნდა იყო ბევრად უფრო თამამი შენი წარმატების მტკიცებაში, იქნება ეს საგარეო უწყება თუ ჩვენი დეპუტაცია. ეს წარმატება ბრუსელში იყო ჩემი და მმართველი გუნდის წარმატება, მაგრამ სულ მორიდებულები არიან მტკიცებით ფორმაში საუბრისას, თუ ვინმეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ. ბოლომდე არ იციან და ფიქრობენ, ეს რომ ვთქვა, პრეზიდენტს მიეწერება. ეს მორიდება უნდა გადალახონ და უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, თუ რამდენად ემსახურებიან ქართველ ერს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა