გია ჟორჟოლიანი - არავინ ელოდება მარგველაშვილი როდის დაასახელებს თავის კანდიდატურას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ მარგველაშვილის განცხადება, თითქოს „ქართული ოცნება“ მისი კანდიდატურის დასახელებას ელოდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორ ჟორჟოლიანი ჟურნალისტებთან განმარტავს, „ქართული ოცნება“ უახლოეს ხანებში აპირებს კანდიდატი დაასახელოს.

„უმრავლესობის ფარგლებში ამ საკითხზე არავითარი მსჯელობა არ ყოფილა და არავინ ელოდება მარგველაშვილი როდის დაასახელებს თავის კანდიდატურას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, არამგონია, ხელმძღვანელობა ამაზე მსჯელობდეს და ელოდებოდეს. რამდენადაც ვიცი, „ქართული ოცნება“ უახლოეს ხანებში აპირებს კანდიდატი დაასახელოს და მე მგონი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს აქვს უპირატესობა“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ „ქართული ოცნება“ სუსტ კანდიდატს დაასახელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა