დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტს - არასოდეს დაემუქროთ აშშ-ს - ფრთხილად იყავით!

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის სერიოზული შედეგებით დაემუქრა თუ ის ვაშინგტონის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს.

„არასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ არადა ისეთი შედეგების წინაშე დადგებით, რომლის წინაშე არასოდეს დამდგახართ თქვენი ისტორიის მანძილზე. ჩვენ მეტი აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენს ჭკუანაღრძობ სიტყვებს ძალადობასა და სიკვდილზე. ფრთხილად იყავით“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ირანის პრეზიდენტმა თეირანში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აშშ გააფრთხილა თავი შეიკავოს ირანთან ომისგან. ჰასან რუჰანიმ დონალდ ტრამპს ურჩია ცეცხლს არ ეთამაშოს.

მიმდინარე წლის 8 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლა გამოაცხადა და ირანს კვლავ დაუწესა ეკონომიკური სანქციები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი