ნათია მეზვრიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქუჩაში მცხოვრები 14 წლამდე ბავშვები დანაშაულებრივ ქმედებებს საკუთარ თავზე იღებენ, რის შესახებაც შესაძლოა, პოლიცია ინფორმირებულია

მოსაზრებას, რომელიც კვლევაშია განვითარებული, არ ვეთანხმები, ყოველ შემთხვევაში, შს სამინისტრო დღეს ამ პრობლემის წინაშე არ დგას, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას “გაეროს ბავშვთა ფონდის” კვლევასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუჩაში მცხოვრები 14 წლამდე ბავშვები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს უფროსების რჩევით საკუთარ თავზე იღებენ, რის შესახებაც შესაძლოა, პოლიციაც ინფორმირებულია.

“მხოლოდ სტატისტიკური მიმართულებით მუშაობა ხარისხზე ყურადღების მიქცევის გარეშე შს სამინისტროსთვის პრიორიტეტი არ არის, შესაბამისად, ეს პრობლემა დღეს შსს-ში არ არსებობს. ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ და გარკვეული კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, 14 წლამდე პირების უკან ხომ არ დგანან კრიმინალური დაჯგუფებები ან სრულწლოვნები. ესენი არიან ძირითადად 14 წელს მიღწეული პირები, 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებიც 14 წლამდე პირებთან ერთად დანაშაულს ჩადიან და როგორც კი ამ ადამიანების იდენტიფიცირება ხდება, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, ტარდება გამოძიება ამ მოზარდების მიმართ და სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება. 14 წლამდე პირებს რაც შეეხება, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობდით, იმიტომ რომ ასაკის დაწევა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება 14 წლამდე პირებისთვის არ არის ადეკვატური პასუხი, რომელიც სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა შესთავაზოს მოზარდებს. შესაბამისად, რეფერირების მექანიზმზე მუშაობა დასრულდა და უახლოეს დღეებში ეს უკვე კანონპროექტის სახეს მიიღებს”, -აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კვლევის ჩატარებით შს სამინისტრო დაინტერესებულია და მონაწილეობას იღებდა, რათა ინფორმაცია მიეღო.

„მონაწილეობას ვიღებდით მათ შორის იმისთვის, რომ პრობლემების ინდენტიფიცირება მოგვეხდინა და ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიება დაგვეწყო. რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა. ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ ამ მიმართულებით როცა საქმე ეხება ქუჩაში მომუშავე ბავშვებს, გამოწვევების წინაშეა სახელმწიფო, მათ შორის შსს. ამისთვის საკმაოდ ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ, ვაძლიერებთ უწყებებს შორის კოორდინაციას. ამ ქმედითი ნაბიჯების ნათელი დასტურია, მათ შორის რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული ის ოპერაცია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა, რომელიც სწორედ ბავშვების იძულებით შრომაში ჩაბმის პრობლემის მოგვარებისკენ იყო მიმართული. ამ ოპერაციის შემდეგ, ქუჩაში მომუშავე ბავშვების რაოდენობა საკმაოდ არის შემცირებული. ასევე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეს არ არის პრობლემა, რომელიც ერთ დღეში მოგვარდება, შესაბამისად, კოორდინაცია გაზრდილია. აქტიურად ვმუშაობთ პრევენციაზე და რაც მთავარია, პოლიცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად გააქტიურებულია”,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა