ბიძინა ივანიშვილი - 5-10 წელიწადში რომ ეკონომიკაში საოცრებები მოახდინო, ეს არის წარმოუდგენელი, მაგრამ პროცესი და მიმართულებაა სწორი და რამდენიც უნდათ გვაკრიტიკონ ოპონენტებმა

ჩემი მიზანი და ოცნებაა 2030 წლამდე მოვახერხოთ, რომ 10 ათასს მაინც გადაშორდეს ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში, 2030 წლამდე, საქართველომ ევროკავშირის წევრობაც შეიძლება მოახერხოს.

„რეალურად ჩვენი მოსვლის შემდეგ ჩაეყარა ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს ნიადაგი. ამის შემდგომ დაიწყო პროცესი. ეს არის ძალიან ცოტა, 5-10 წელიწადში რომ ეკონომიკაში საოცრებები მოახდინო, ეს არის წარმოუდგენელი, მაგრამ პროცესი და მიმართულებაა სწორი და ამაზე რამდენიც უნდათ გვაკრიტიკონ ოპონენტებმა. ჩემი მიზანი და ოცნებაა 2030 წლამდე მოვახერხოთ 4 400-თუ 4500, 12 ათასს გადავაცილოთ; 10 ათასს რომ მაინც გადაშორდეს ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია, ჩემი აზრით რეალისტურია. 2030 წლამდე ევროკავშირის წევრობაც შეიძლება მოვახერხოთ, მაგრამ ეკონომიკის გარეშე ამას დიდი ფასი არ აქვს და ალბათ, ვერც მოვახერხებთ. მიზანი და ოცნებაც ესაა. ჩვენ შეიძლება გავხდეთ ჭეშმარიტი ევროპული ქვეყანა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტებით, არა მაღალი, მაგრამ შესადარი ეკონომიკით, ამის შემდეგ ქვეყანა აღარ იქნება მოწყვლადი; აღარ იქნება ქვეყნის სტაბილურობა და სახელმწიფოს მართვა სახიფათო, უკან შემობრუნების ალბათობა ძალიან შემცირდება. მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც როლი და ამოცანა შესრულებულია და ჩვენ ქვეყანა გამარჯვებამდე მივიყვანეთ. დარჩენილი დრო, 10-12 წელიწადი ძალიან ეფექტური მართვა და დიდი სიფრთხილე გვჭირდება, რომ არ მოვახერხოთ და კიდევ არ ავაყირავოთ ქვეყანა და რაიმე უბედურება არ დავატრიალოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა