ბიძინა ივანიშვილი - შოთაძე ადგა და გადადგა, თუმცა ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ ან გადაამეტა ძალაუფლებას ან ვერ შეასრულა

შოთაძე ადგა და გადადგა, თუმცა ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ ან გადაამეტა ძალაუფლებას ან ვერ შეასრულა და პიროვნულად რამე დამოკიდებულება ჰქონდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, ტრაგიკულია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ძალიან მძაფრი და სენსიტიური. პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა. მხედველობაში მაქვს ის, რომ შოთაძე ადგა და გადადგა, თუმცა ჯერ არავის დაუმტკიცებია და არც მტკიცებულებები ჩანს, რომ პროკურატურამ ან გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, ან პიროვნულად ჰქონდა მას რაღაც დამოკიდებულება, რასაც გამოვრიცხავ შოთაძის მხრიდან. საზოგადოების ძალიან მძაფრ ემოციურ განცდას ძალიან ადეკვატურად უპასუხა შოთაძემაც და მთელმა მთავრობამაც. გახსოვთ მიტინგები ამ თემაზე, როგორ იქცეოდა ხელისუფლება - ეს არის ის, რისთვისაც ვწვალობდით და რისთვისაც ვწვალობთ დღესაც. საგამოძიებო კომისიაც გაიხსენეთ, როდის შექმნილა საქართველოში. ოპოზიცია ხელმძღვანელობს, რისიც არ შეეშინდა გუნდს. თუ პროკურატურას შეეშალა, არავინ იცავს და ხელს არ აფარებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გასაგებია ისიც, რომ „საზოგადოებას აღიზიანებს ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთი პიროვნების მონაწილეობა ამ პროცესებში“. ივანიშვილის თქმით, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება, თუმცა პირველი - აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისია - ფორმალობა იყო.

„აღარც გავიხსენებ იმას, ომის შემდგომ რომ შეიქმნა. სირცხვილი იყო, ვინ რას ამბობდა და როგორ ამბობდა. ეს იყო ფორმალური და არა რეალური. რეალური საგამოძიებო კომისია შეიქმნა, როგორც კი დადგა ამის მოთხოვნილება. ითხოვდნენ ისეთ საკითხებზეც, სადაც არ უნდა შექმნილიყო, მაგრამ როდესაც მწვავე საკითხი იყო და საზოგადოების რეაქცია ძალიან მძაფრი იყო, გუნდი არ დაფიქრებულა. არის შეკითხვები საზოგადოების მხრიდან, აინტერესებთ ჩინოვნიკი თუ პროკურორი, ყველას უნდა იყოს სუფთა, არ უნდა შეეშინდეს გახდის და დანახვების. ეს არის დღევანდელი გუნდის პოზიცია. სხვა რესურსი გუნდს არ გააჩნია, გარდა გამჭვირვალობისა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მან არ გამორიცხა, გამოძიების ხარისხზე გალენა ექონია იმ ფაქტორსაც, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საქმის გამოძიებისთვის ძალიან მცირე დრო იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა