ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილმა მოახერხა, რომ 8 მილიონს, რომელიც სააკაშვილმა ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯა, უწოდა პიჯაკების თემა და ის პოლიტიკურ დევნილადაც დაასახელა

ეს კაცი, მარგველაშვილი, ჩემგან არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას. რადგან კითხვა დაისვა, საზოგადოებას მაინც შევახსენებ, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმე ჩემთვის დღესაც საამაყოა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და ამჟამად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ყოფილი მინისტრების პროკურატურის მიერ გამოკითხვისა და აღნიშნულ თემაზე საქართველოს პრეზიდენტის კომენტარზე პასუხად განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მინისტრები ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება გამოკითხონ. ამ კონტექსტში მან საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალკიძე გაიხსენა.

„პროცესი მიდის, მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ. ვფიქრობ, რომ ნორმალურია. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს. იმას, რასაც კითხულობს ეს კაცი, მარგველაშვილი, რომ ტრაქტორების და კაბელების საქმეს არ დაემსგავსოს, ასეთ კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს. გიორგი მარგველაშვილმა მოახერხა, რომ 8 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ ბიუჯეტიდან დახარჯა, უწოდა პიჯაკების თემა და ის პოლიტიკურ დევნილადაც დაასახელა. შესაბამისად, ეს კაცი ჩემგან არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას. რადგან კითხვა დაისვა, საზოგადოებას მაინც შევახსენებ, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმე ჩემთვის დღესაც საამაყოა. მე ვიყავი მაშინ პრემიერ-მინისტრი, დათო კირვალიძე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც მე ფავორიტ მინისტრად ვასახელებდი და ასეც იყო.

როდესაც გაჩნდა კითხვა პროკურატურიდან, მე მისი დაცვა კი არ დავიწყე, მას ვთხოვე, რომ პროკურატურისთვის მიეცა საშუალება და გამოძიების პროცესში გადამდგარიყო, რაც მან გააკეთა კიდეც. რომ არ დარჩეს განცდა, რომ კირვალიძეს ფორმალურად ვასახელებდი ფავორიტად და ჭეშმარიტად სხვა დამოკიდებულება მქონდა, დღესაც ვმეგობრობ კირვალიძესთან და რამდენიმე დღის წინ კიდევ მქონდა მეგობრული შეხვედრა, სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობაც გვქონდა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ გუნდში და ძალიან მეამაყება. როდესაც ამას უარყოფით კონტექსტში შეგვახსენებენ, სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ოპოზიციური ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკაზე გადავიდა ბოლომდე და მას იზიარებენ. ამ დროს აქ კითხვა არ უნდა დაისვას. ეს არის ის ხელწერა, რაც ჩვენ მოვიტანეთ და მასშივე ჯდება ე.წ. კაბელების საქმეც. ის პერიოდი, როდესაც ერთი გუნდი იყო მარტო თავისუფალი და კანონით პასუხს არ აგებდნენ, გავიარეთ და გადავიტანეთ. იმ ხალხს მისტირის მარგველაშვილი დღეს. სირცხვილია ასეთი პოზიცია, კაცი, რომელსაც პრეტენზია აქვს ან დემოკრატიულობაზე, ან სახელმწიფოებრიობაზე, ან სახელმწიფო მოღვაწეობაზე, კითხვას ასეთი რაკურსით სვამდეს, ცოტა უხერხულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა