შალვა თადუმაძე - მჭირდება ცოტა დრო და ბევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს

მჭირდება ცოტა დრო და ბევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა.

შალვა თადუმაძემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას გეგმავს.

„არათუ აღკვეთის ღონისძიებების რეფორმის განხორციელებას ვგეგმავ, არამედ ზოგადად ვგეგმავ საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას და ყველა იმ პრობლემური საკითხის ინიცირებას, საზოგადოებრივ განხილვას, რომელიც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პოლიტიკასთან და მეორე მხრივ, საპროკურორო საქმიანობასთან“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა