სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ომარ ალ შიშანის ძმა, თამაზ ბათირაშვილი მოკლეს

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ომარ ალ შიშანის უფროსი ძმა მოკლეს. ინფორმაციას ადასტურებენ პანკისის ხეობაში, სადაც თამაზ ბათირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცნობა გუშინ საღამოს გავრცელდა.

ადგილობრივების თქმით, ბათირაშვილი საბრძოლო მოქმედების დროს გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფმა მეუღლემ და შვილებმა კი გადარჩენა მოახერხეს.

38 წლის თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა. ის 2013 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა, მოგვიანებით კი მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილიც წაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, თამაზ ბათირაშვილი ძმის, თარხან ბათირაშვილის შემდეგ სირიაში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ის დაზვერვას, კონდაზვერვას და ჯიჰადისტების კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარე ციხეებს აკონტროლებდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს