ირაკლი აბესაძე - კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილზე მძიმე პრობლემების გადაბრალების მცდელობა იყო, რაც ივანიშვილს არ გამოუვა

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ძალიან ცინიკური იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, თითქოს მან ახლა კვლევებით აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, მოსახლეობას უჭირს და ამან თითქოს შეუძლოდაც გახადა.

როგორც ირაკლი აბესაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, ეს ყველაფერი არის ის, რასაც მმართველი უმრავლესობა უარყოფს, ხოლო ოპოზიცია მუდმივად ამტკიცებდა.

"საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა ამ ყველაფრის გიორგი კვირიკაშვილისთვის დაბრალება და საკუთარის ვერდანახვა იმ ფონზე, როდესაც ამავე ინტერვიუდან გავიგეთ, რომ თავად არის მმართველი. ეს იყო პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა საზოგადოების თვალში, ეს იყო მცდელობა ამ ძალიან მძიმე პრობლემის, სიღარიბის გადაბრალების ორ ადამიანზე - კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილზე, რაც ივანიშვილს არ გამოუვა. ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში ებრძვიან არა კორუფციას, არამედ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილს უპირისპირდებიან. დარწმუნებული ვართ, რომ კვირიკაშვილის მთავრობაში კორუფციის სერიოზული პრობლემა იყო, თუმცა ამ ყველაფრის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილმა „განტევების ვაცი“ იპოვა კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის სახით. გამოძიება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ და იმ პირების მიმართ, ვინც ბიძინა ივანიშვილმა მოიძულა", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა