ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და კომპანია „საქნახშირთან“ მოლაპარაკების პროცესზე გადავიდნენ

ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქციების გამართვა შეწყვიტეს და კომპანია „საქნახშირთან“ მოლაპარაკების პროცესზე გადავიდნენ.

ისინი კომპანიისგან შახტის დირექტორად მათი კანდიდატის, ელდარ ჩაფიძის დანიშვნას ელოდებიან და შემდეგ მზად არიან, რომ როდესაც შესაძლებელი იქნება, შახტში სამუშაოდ დაბრუნდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ განაცხადა, მათი მოთხოვნა, რომ დაკავებული თანამდებობიდან „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი გათავისუფლდეს, მოიხსნა და მის გადადგომას აღარ ითხოვენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!