საქართველოს ბანკის პარტნიორობით ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო კრის ბოტისთან ერთად გაიმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “ბლექ სი არენაზე” ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო კრის ბოტისთან ერთად გაიმართება. კონცერტი მთელი საქართველოს ბანკის, “ჩექ ინ ჯორჯიასა“ და “ბლექ სი არენას“ ორგანიზებით ეწყობა.

ორგანიზატორთა ცნობით, 16 აგვისტოს სპეციალური სტუმრის სტატუსით, “ბლექ სი არენაზე“ მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, “გრემის“ მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი წარდგება.

“ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტებთან ერთად წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე, ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ საორკესტრო ვერსიებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა. შესრულდება სპეციალურად ნანი ბრეგვაძისათვის მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორებისა თუ სასიმღერო ტექსტების ცნობილი შემქმნელების მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის მიერ დაწერილი შედევრები. 16 აგვისტოს ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგებიან ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი და რაც მთავარია - კრის ბოტი“, - ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა