ივანე მაჭავარიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჭარბვალიანობის მიმართულებით მოკლევადიან პერსპექტივაში ახალი ზომების გატარება იგეგმება

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჭარბვალიანობის მიმართულებით მოკლევადიან პერსპექტივაში ახალი ზომების გატარება იგეგმება.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობა დააკვირდება დინამიკას, თუ რა შედეგები გამოიღო უკვე გადადგმულმა ნაბიჯებმა და მხოლოდ ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ ჩაერევა.

„ჭარბვალიანობა არის რისკფაქტორი. მისი ზრდის ტემპი განსაკუთრებით ბოლო წლებში იყო ძალიან მაღალი და კრიტიკულ ნიშნულს თუ მიაღწევდა, რასაკვირველია, შექმნიდა მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას და საბოლოო ჯამში, დაბალ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევდა. შესაბამისად, მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა. ჩვენ დაველოდებით შედეგებს, შევხედავთ, როგორია ზრდის ტემპი, კლებისკენ მიდის თუ - არა. თუ საჭირო იყო, დავამატებთ... ამ ეტაპზე, მოკლე ვადაში ასეთი არაფერი იგეგმება, თუმცა ზოგადად დინამიკას შევხედავთ. ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს და აქტიურად ჩავერევით, თუ საჭიროდ ჩავთვლით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შესთავაზებს. როგორც პრემიერმა განმარტა, ახალი ნაბიჯები აუცილებელია იმისთვის, რომ ჭარვალიანობის, როგორც სისტემური რისკის სიმწვავე ეკონომიკაში შემცირდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა