არჩილ თალაკვაძე - საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი

მმართველი პარტიის პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ თარიღის დასახელება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრეროგატივაა.

„საპრეზიდენტო არჩევნების ვადის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა. შესაბამისად, ჯერჯერობით არსებობს ვადა იმისთვის, რომ მან დაასახელოს კონკრეტული თარიღი. რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა