თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ), ადმინისტრაციული კორპუსის I სართულზე, 30 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ემორის უნივერსიტეტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი პროექტის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანია ფიზიკური რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში გადამზადებული დარგის სპეციალისტების სერთიფიკატებით დაჯილდოვება.

სერთიფიკატებით დაჯილდოვების საზემო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, USAID -ის დირექტორი პიტერ ვიბლერი, USAID -ის „ფიზიკური რეაბილიტაციის“ პროექტის ხელმძღვანელი მედეა კაკაჩია, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, „ფიზიკური რეაბილიტაციის“ პროექტის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, ტრენერების ტრენინგის მონაწილეები, საგრანტო პროექტის პარტნიორები და სხვა საპატიო სტუმრები როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან.

სასწავლო კურსის - „Training of Trainers ” (ToT) მიზანი იყო ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტების ტრენერებად მომზადება. ამერიკელმა სპეციალისტებმა, კონკურსის გზით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 38 მონაწილე შეარჩიეს. სასწავლო კურსს ემორის უნივერსიტეტიდან მოწვეული ფიზიკური თერაპევტი გეილ ფრიდჰოფ-ბორმანი და ოკუპაციური თერაპევტი ტრეისი ტეილორ-შვარცი უძღვებოდნენ. ფიზიკური რეაბილიტაციის ტრენერების მომზადება ორ ეტაპად, 2018 წლის მაისისა და ივლისის თვეებში განხორციელდა. პირველი ინგლისურენოვანი ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ტრენერებად 3 მსმენელი შეარჩიეს, რომლებმაც, მოგვიანებით, ამერიკელი სპეციალისტების მეთვალყურეობით მეორე ტრენინგკურსის მონაწილეები გადაამზადეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში USAID-მა საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის გასაძლიერებლად ემორის უნივერსიტეტსა და მის პარტნიორებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“, გრანტის სახით 4,5 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა რეაბილიტაციის სპეციალისტების, მომსახურების, სავარძელ-ეტლების და დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ