ვახტანგ ლომჯარია - მნიშვნელოვანია, ცხოველთა გამრავლება დაექვემდებაროს შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს

„მნიშვნელოვანია, ცხოველთა გამრავლება დაექვემდებაროს შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს,“ - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში მიუსაფარი ძაღლების მომატებული რაოდენობის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამების მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელება.

„ამ პრობლემების გადასაჭრელად ერთი მხრივ, აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით სტერილიზაცია - კასტრაციის პროგრამების გაშლა, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს ცხოველთა გამრავლება, დაექვემდებაროს ეს კანონით შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუკი მხოლოდ ძაღლსაშენები იქნება ადგილი, სადაც ცხოველები გამრავლდებიან, ეს იქნება რეალურად ისეთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეამცირებს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობას ქუჩაში. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის ფარგლებში ეს საკითხიც განიხილება.

სტერილიზაცია-კასტრაციით ცხოველთა უფლებები არ ილახება. ეს არის პოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდი და ასეთ დროს ცხოველი 2-4 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობს. ასევე მცირდება სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკები,“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ქალაქში ძაღლების ხროვის შემჩნევის შემთხვევაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას 112-ში დარეკვისკენ მოუწოდა.

„ხროვასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ ძალიან ოპერატიულები და ჩვენი პიორიტეტია, რომ თბილისში არ იყოს ცხოველთა ხროვები. ინდივიდუალურად ცხოველს შეიძლება ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ხროვაში აგრესიული გახდეს. ჩვენი მიზანია, რომ ხროვა დავშალოთ, თუმცა ეს დაშლა არ გულისხმობს ცხოველის გაქრობას. ხროვების დაშლას ხელს შეუწყობს სტერილიზაცია-კასტრაციაც. ამ პროცედურის შემდეგაც ცხოველები ნაკლებად ინტერესდებიან ხროვაში გადაადგილებით,“ - აღნიშნა ლომჯარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე