ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უწყებათაშორისი, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რეგიონული მართვის დეპარტამენტის თბილისისა და საქართველოს სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა. ეროვნული გვარდიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, მაიორმა გიორგი ჩუთლაშვილმა, აღნიშნულ საკითხზე გამართა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იქნა განხილული აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელების პირობები, ეტაპები და ასევე, ვეტერანების ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროექტში.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, რომელსაც ესწრებოდა თითქმის ყველა რაიონის წარმომადგენელი. გავაცანით ჩვენი მიდგომები ახალ სარეზერვო სისტემასთან და ასევე, აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ ამ პროექტის ფარგლებში. ხაზი გავუსვით, რა თქმა უნდა, ამ პროექტში ვეტერანების ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ვეტერანებმა ამ პროექტში მონაწილეობისათვის აბსოლუტური მზაობა გამოხატეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში’’_განაცხადა შალვა ჯაბახიძემ.

‘’რეზერვის არსებობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების, არამედ მშვიდობიანობის დროსაც კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, სტიქიური უბედურებები არც თუ ისე იშვიათად ხდება და ამ და სხვა მნიშვნელოვან სიტუაციებში ვეტერანების ინტელექტუალური პოტენციალისა და გამოცდილების გამოყენება ქვეყანას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება. დღეს პირველად ჩატარდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თავდაცვის სამნინისტროსა და რეგიონული სამმართველოების უფროსებს შორის ასეთი ფართო შეხვედრა. საკითხი ეხებოდა რეზერვისტების მომზადებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს პროექტი არ არის საჭირო მხოლოდ ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროსთვის; ეს ქვეყნის კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი. პირველი ნაბიჯი გადაიდგა და დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, რომ ამ დონეზე ვართ ჩვენ ჩართულნი ამ საქმეში’’- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრებ პირებს მიიღებენ. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% -ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება, წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე - ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N76, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში; ქ. თელავი - თამარ მეფის ქუჩა N36, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში; სპეციალისტთა რეზერვისათვის, თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20. განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: 1. პირადობის მოწმობა; 2. ფოტოსურათი 3X4 – 1 ცალი; 3. ჯანმრთელობის ცნობა; 4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 032) 2 75 26 44; მობ: 595 06 03 44; (+995 032) 291 04 21;

შეხვედრის მეორე ნაწილი ინფორმაციული ხასიათის იყო და შიდაუწყებრივი თათბირის ხასიათს ატარებდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ რეგიონული სამმართველოების უფროსებისგან მოისმინა ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც რეგიონებში ვეტერანების წინაშე დგას. მათი გადაჭრის გზებზე შეხვედრის მონაწილეთა შორის აქტიური დისკუსია გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა