პროექტ #წიგნიერის ფარგლებში ახალქალაქის ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ მორიგი მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო: პროექტ #წიგნიერის ფარგლებში ახალქალაქის ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალქალაქის ილია ჭავჭავძის სახელობის N3 საჯარო სკოლაში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლექცია წაიკითხა. „ეკვილიბრიუმმა“ კი სოფელ ოკამის სკოლისთვის ასამდე ახალი წიგნი ჩაიტანა.

„მადლობა ქალბატონ ლელა ჭინჭარაულს, რომელიც წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის სასწავლებელ–პანსიონატში ბრწყინვალე საქმეებს აკეთებს“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი