პროექტი „საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე“ იწყება

„ვისოლ ჯგუფი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორობით, ახალგაზრდულ სოციალურ პროექტს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ფერმერთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს საშუალება მიეცემა იმოგზაუროს საქართველოს რეგიონებში, გაეცნოს ქვეყნის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა დ ტურიზმის მიმართულებით გამოწვევებს, რათა იზრუნოს მათ განვითარებაზე.

საზაფხულო მოგზაურობა #იზრუნე 6 აგვისტოს დაიწყება და თვის ბოლომდე სტუდენტები ოთხ ნაკადად გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე ყაზბეგსა და დედოფლისწყაროში.

მონაწილე სტუდენტები,ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე,საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში,აგრეთვე ტურიზმის მიმართულებით დასაქმებულ ადგილობრივ ფერმერებს.

როგორც „ვისულ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში, ლექციები და ექსპედიციები ჩატარდება.

„სტუდენტებს ელოდებათ საინტერესო ლექციები, ექსპედიციები და საზოგადოებისთვის ცნობილ პროფესიონალებთან შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები. პარალელურად, პროექტის მონაწილე სტუდენტები, ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, დაეხმარებიან სოფლის მეურნებაში, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებით დასაქმებულ ადგილობრივ ფერმერებს“, -აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

პროექტის, რომელიც საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, პარტნიორები არიან "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და USAID.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ორგანიზაციის წევრ ფერმერებს მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამ პროექტის პარტნიორია. მეტი კერძო სექტორი მინდა ასეთი სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობით, რომ სტუდენტებს დაეხმარონ განათლების მიღებასა და გაზიარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ორგანიზაციის წევრ ფერმერებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გამოცდილების გაზიარებისთვის“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას თქმით, პროექტში მონაწილე სტუდენტები სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევიან.

„პროექტს წელს საპილოტე რეჟიმში ვახორციელებთ და მასში მონაწილეობა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი. მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ სტუდენტებს მთელი საქართველოდან“, - განაცხადა გიგა ზედანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა