ტაჯიკეთში უცხოელ ტურისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტაჯიკეთში უცხოელ ტურისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ გამოცემა SITE Intelligence Group იუწყება, რომელიც ექსტრემისტების საინფორმაციო აქტივობის მონიტორინგს ახორციელებს.

თავდასხმა ტაჯიკეთში, დანგარინის რაიონში, გასულ უქმეებზე მოხდა. ამერიკელი, ნიდერლანდელი, ფრანგი, შვეიცარიელი და გერმანელი ტურისტისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შემდეგ მძღოლმა მოაბრუნა ავტომობილი და წაქცეულ ტურისტებს გადაუარა. ამის შემდეგ ავტომობილიდან გამოვიდნენ პირები, რომლებმაც ტურისტებს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღებით დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, კიდევ ორმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ტაჯიკეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოთხი დამნაშავე ლიკვიდირებულია, კიდევ ერთი კი დაკავებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა