„გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა

კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, მთავრობის ახალი, საპენსიო დაგროვებითი სქემის მიხედვით „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ შემუშავებული კალკულატორი დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, სავარაუდო პენსია განსაზღვრონ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, კონკრეტულად, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა კალკულატორის გამოყენებით გამოთვალოს, რა თანხა დაუგროვდება მას კონკრეტულ, დაგროვებით პერიოდში.

„მსურველი უნდა შევიდეს „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე და სპეციალური კალკულატორის საშუალებით, დაგროვებითი პენსიის მონაწილის ასაკის, მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობისა და პენსიის განკარგვის პერიოდის (წლები) მითითებით შეუძლია ნახოს თუ რა სავარაუდო თანხა დაუგროვდება მას საპენსიო ანგარიშზე კონკრეტულ დროში“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში

მათივე განმარტებით, „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ ხდება დაგროვებითი პენსიის გამოანგარიშება წლიური დარიცხული ხელფასის (24 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, 24 000 ლარიდან-60 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, ან იმ შემთხვევაში თუკი დაგროვებითი პენსიის მონაწილის წლიური შემოსავალი 60 000 ლარს აღემატება) მიხედვით.

„გალტ ენდ თაგარტის“ გუნდის მიერ კალკულატორის შექმნის მიზანი იყო, სქემის მონაწილეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, დაეთვალათ მათი საორიენტაციო პენსიის ოდენობა. აღნიშნული კალკულატორი ითვალისწინებს დაგროვებითი საპენსიო კანონის თითქმის ყველა ნიუანსს. ამასთან, დამატებითი დაშვებები შემუშავებული იქნა ჩვენი ექსპერტების მიერ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. უნდა აღინიშნოს, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ არის ერთადერთი საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში, რომელსაც უკვე აქვს კერძო საპენსიო ფონდის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. იმედი გვაქვს, ეს რეფორმა ქვეყანაში წარმატებით დაინერგება 2019 წლიდან და „გალტ ენდ თაგარტს“ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს საპენსიო აქტივების გარკვეული ნაწილის მართვის პროცესში“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან