მექსიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა

მექსიკაში დურანგოს შტატში ავიაკომპანია Aeromexico-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაღუპულა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ხოსე როსას აისპურომ განაცხადა.

„დადასტურდა ინფორმაცია, რომ AM2431 რეისის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაიღუპა“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ამავდროულად, დაშავებულია 85 ადამიანი. თვითმფრინავში, რომელიც ქალაქ დურანგოდან მეხიკოში მიფრინავდა, 101 მგზავრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა