დავით სერგეენკო NDI-ის კვლევაზე - ყველაფრის მაჩვენებელი არჩევნებია

მთელი ამ 6 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში მომიწია ყოფნა, მნიშვნელოვანი განსხვავებებია წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველაფრის მაჩვენებელი, არჩევნებია.

“არაფერი პირადული NDI-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან, არავითარი პრეტენზია NDI-ს ინსტიტუციასთან არ მაქვს, მაგრამ მთელი ამ 6 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში მომიწია ყოფნა, მნიშვნელოვანი განსხვავებებია ხოლმე წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის. ასე, რომ მე უბრალოდ არ მაქვს პასუხი გარდა იმისა, რომ არჩევნებია ყველაფრის მაჩვენებელი”, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4%- შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა