ამირან გიგუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თუ საჭირო გახდება ისევ თვითონ აკრძალავს მარიხუნას მოხმარებას

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლო უშვებს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში მარიხუანას მოხმარება არა მხოლოდ აიკრძალოს, არამედ ეს სწორედ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით მოხდეს.

“ჩვენი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმგვარად ხდება, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ და სამუდამოდ მოახდინა მარიხუანას ლეგალიზაცია. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში იმის ბრალია, რომ ჩვენი ექსპერტების და პოლტიკოსების უდიდეს ნაწილს საერთოდ არ აქვთ წაკითხული ეს გადაწყვეტილება, ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს მისი შინაარსი. სინამდვილეში კი საკითხი გაცილებით საინტერესოა და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის”, - განაცხადა გიგუაშვილმა.

მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან განსხვავებული და საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც არა მხოლოდ დაუშვა სახელმწიფოს მხრიდან მარიხუანას მოხმარების გარკვეული შეზღუდვები, არამედ იმის შესაძლებლობაც, რომ იმ შემთხვევაში თუ მარიხუანას ლეგალიზების შედეგად მოხდება საზოგადოებრივი ინტერესების არსებითი დარღვევა, თავად საკონსტიტუციო სასამართლომ გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მხარი დაუჭიროს ლეგალიზაციის აკრძალვას.

“საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ის ემხრობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დინამიკური განვითარების პრაქტიკას, რაც იმას ნიშნავს რომ ერთი და იგივე საკითხები სხვადასხვა დროში და მოცემულობაში სხვადასხვანაირად შეიძლება გადაწყდეს. მარტივად, რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე სახელმწიფომ ვერ დაამტკიცა, რომ მარიხუანას მოხმარება არსებითად აზიანებს საზოგადოებრივ ინტერესებს, რაც აღემატება პიროვნების ინდივიდუალურ უფლებას მოიხმაროს მარიხუანა, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ ლეგალიზაციის შედეგად აშკარა გახდება საზოგადოებრივი ინტერესების არსებითი შელახვა და განსაკუთრებით გაიზრდება ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი, სახელმწიფოს შეუძლია გაამკაცროს მიდგომა და ამას საკონსტიტუციო სასამართლოც დაუჭერს მხარს. ძალიან მოკლედ და მარტივად ეს თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ და კარგი იქნება, რომ პანიკაში ჩავარდნის ნაცვლად შევეცდებით ყველა ერთად ამ გამოწვევას ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით და პროპორციული შეზღუდვებით ვუპასუხოთ”, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა