თორნიკე რიჟვაძემ ქართველ ძალოსნებს წარმატება მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ძალოსნობაში ოქროსა და ვერცხლის პრიზიორებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და საერთაშორისოასპარეზზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მილანში გამართულ 17-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატზე 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა. წარმატებულად იასპარეზა ასევე აჭარის მკვიდრმა ლომია თებიძემ, რომელმაც 77 კგ. წონით კატეგორიაში 3 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გამარჯვებულებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდა ძალოსნებს წარამტებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

„სახელმწიფო, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს აქტიურად შეუწყოს ხელი ძალოსნობის განვითარებას. ამ კუთხით, ძალიან მალე, ჩაქვში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, დაჯილდოვდებიან როგორც ახალგაზრდა სპორტსმენები, ისე მწვრთნელები და ეს ერთგვარი მოტივაცია იქნება მათი შემდგომი წარმატებებისთვის“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა