კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარი დაპირისპირების შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი

კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული. სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

„მოხდა დაპირისპირება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურებს შორის. მომხდარზე სამხედრო პოლიციას დაწყებული აქვს გამოძიება. ოთხი დაზარალებული გადაყვანილია სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში, სადაც უტარდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მათ სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, რადგან მიყენებული აქვთ მსუბუქი დაზიანებები“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ცივი იარაღით არის დაჭრილი. შემთხვევა დღეს მოხდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი