მედია - ალბანეთსა და თვითაღიარებულ კოსოვოს შორის საზღვარი 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაუქმდება

ალბანეთსა და თვითაღიარებულ კოსოვოს რესპუბლიკას შორის საზღვარი 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაუქმდება. ამის შესახებ ალბანეთის სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პანდელი მაიკომ განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა Lajmi.net წერს.

„ჩვენ უნდა გავხსნათ საზღვარი ალბანეთსა და კოსოვოს შორის. ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ გვითხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 1-ელ იანვარს ალბანეთსა და კოსოვოს შორის თავისუფალი მიმოსვლა იწყება“, - განაცხადა მაიკომ.

Lajmi.net-ის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თვითაღიარებული კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი და პრემიერი რამუშ ჰარადინაი, თუმცა ედი რამას გადაწყვეტილების შესახებ მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა