ნაზი ჯანეზაშვილი - მე ორშაბათს შევხვდი ნინო გვენეტაძეს, ის საუბრობდა სამომავლო გეგმებზე და არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ გადადგომას აპირებდა

ნინო გვენეტაძე საუბრობდა სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე, მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ იგი აპირებდა გადადგომას, - ამის შესახებ იუსტიციისუმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გადადგომის საკითხი სასამართლოში არსებულ „გავლენიან ჯგუფებს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირა.

„ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იყო ნამდვილად მოულოდნელი. ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც დღეს განცხადება გააკეთეს. მე ორშაბათს შევხვდი ქალბატონ ნინოს, როდესაც ჩვენ გვქონდა საბჭოს სხდომა. ჩვენ გვქონდა ერთობლივად გარკვეული გეგმები. ის საუბრობდა სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე. მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ იგი აპირებდა გადადგომას. ამიტომ სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო ეს ჩემთვის“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება გახდეს თანამდებობიდან გადადგომის ობიექტური მიზეზი, თუმცა მას ნინო გვენეტაძესთან პირად საუბრებში არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ გადადგომას აპირებდა. „აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმ მოვლენებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, მით უმეტეს თუ რა ხდებოდა გვენეტაძესთან მიმართებაში. ეს გახლავთ გასული წლის 6 ნოემბრის სხდომა, რომელსაც მე ვესწრებოდი, სადაც გვენეტაძემ განაცხადა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ამას წინ უძღოდა საბჭოს წევრების მიერ სერიოზული შეტევა, რომელსაც მე ბულინგი დავარქვი“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოების და მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან არ გაკეთდა გარკვეული განცხადება და შეფასება გვენეტაძის მაშინდელ განცხადებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა