გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს - ორთვენახევარია კომისია მუშაობს, რა ახალი ფაქტორები გამოავლინეთ?

ორთვენახევარია კომისია მუშაობს, რა ახალი ფაქტორები გამოავლინეთ? - ამ კითხვით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის წევრებს მიმართა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაოების დიდ ნაწილს კომისია როგორც მზა პლატფორმას ისე იყენებს.

ამავე დროს, გახარიამ აღნიშნა, რომ თუ საგამოძიებო კომისია ობიექტურად დაადგენს შს სამინისტროში რაიმე სახის დარღვევას, შესაბამისი ადეკვატური ღონისძიებები იქნება მიღებული.

„როდესაც კომისია მუშაობის დაწყებიდან უკვე ისეთი რეკომენდაციების ფორმულირებას აკეთებს, რომელიც პირდაპირ დევნის დაწყებას ეხება, როდესაც კომისიის პირდაპირი მიზანი ჩემთვის გაურკვეველია ხოლმე, აქ უბრალოდ პრიორიტეტებია დასაყენებელი. 30 დღის განმავლობაში 119 ადამიანი იყო დაკითხული და ძალზედ დიდი რაოდენობის საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩატარებული. კომისია ამ ჩატარებული სამუშაოების დიდ ნაწილს უკვე იყენებს, როგორც ნახევრად მზა პლატფორმას. მე რომ არაკონსტრუქციულად ვიყო განწყობილი, ახლა გკითხავდით - რა ახალი ფაქტორებია თქვენ მიერ გამოვლენილი? ორთვენახევარია კომისია მუშაობს, რა გამოავლინეთ?“ - იკითხა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას მიერ დასმულ შეკითხვას კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა. როგორც უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს კითხვა კომისიის უმრავლესობის („ეროპული საქართველოს“ წევრების) მისამართით უნდა დაისვას. მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ისიც იმავე აზრს იზიარებს, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი.

„ჩვენ ნუ დაგვისვამთ ამ კითხვას იმიტომ, რომ სამწუხაროდ, უმცირესობაში ვართ და პროცესს აქ ვერ წარვმართავთ. ჩვენც იგივე აზრზე ვართ ზუსტად,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს - ორთვენახევარია კომისია მუშაობს, რა ახალი ფაქტორები გამოავლინეთ?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა