რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას და მის მრევლს ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას და მის მრევლს ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„დღეს, კათოლიკური სამყარო ფერისცვალებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტე თავის სამ მოწაფესთან - პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად.

მაცხოვრის ლოცვისას დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას კი ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც იესოს მომავალი ვნებების შესახებ საუბრობდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, სიკეთესა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, -ნათქვამია სააგენტოს მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა