გიგა ბოკერია - ჩვენი მოთხოვნა პრეზიდენტისგან არის ის, რომ არ მოიქცეს ისე, როგორც გვენეტაძის შემთხვევაში მოიქცა

ჩვენი მოთხოვნა პრეზიდენტისგან არის ის, რომ არ მოიქცეს ისე, როგორც გვენეტაძის შემთხვევაში მოიქცა, - აღნიშნული განცხადება პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კანდიდატის შერჩევის პირველი კრიტერიუმი არ უნდა იყოს.

„პირველი კრიტერტიუმი უნდა იყოს კომპეტენცია და პრინციპულობის რეპუტაცია. გვენეტაძის შემთხვევაში მარგველაშვილს ამოძრავებდა ის, რომ მოდი ვიპოვო ისეთი კანდიდატურა, წინა ხელისუფლების ისეთი მოძულე, რომ „ოცნება“ იძულებული იქნება, ან არაფერი საწინააღმდეგო არ ექნება და დათანხმდება. მაშინ მარგველაშვილმა საკუთარი წარმატება ამაში დაინახა.

ამ საქმის წარმატება კი მდგომარეობს იმაში, რომ იპოვო კანდიდატი, რომელიც სასამართლო სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება. ამჯერად, მარგველაშილმა ამ კრიტერიუმით უნდა დაიწყოს კანდიდატურის ძებნა - კომპეტენციის, რეპუტაციის, წესიერებისა და პრინციპულობის. უკვე ამის შემდეგ უნდა იყოს საუბარი იმაზე, თუ როგორი საზოგადოებრივი კამპანია იყოს იმისთვის, რომ ამ კანდიდატურაზე „ქართული ოცნების“ დათანხმების შანსი გაჩნდეს. აი, ეს არის მოქმედებების მიმდევრობა, რომელიც მე ყველაზე უფრო სწორი მგონია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს