ოჯახს არ სჯერა, რომ ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებაში მალხაზ ტოხოსაშვილს რამე კავშირი აქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისელი მალხაზ ტოხოსაშვილის დაკავებას ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. დაკავებულის რძალს არ სჯერა, რომ ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებაში ტოხოსაშვილს რამე კავშირი ჰქონდეს.

"ჩვენთვის წარმოუდგენელია მალხაზის რამე კავშირი ამ ვიდეოს გავრცელებასთან. ვფიქრობთ, რაღაც შეცდომაა და ვიმედოვნებთ, ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა ფატი ტოხოსაშვილმა.

თემაზე კომენტარი გააკეთა მალხაზ მაჩალიკაშვილმაც. ის არ გამორიცხავს, რომ ვიდეომასალა სუსის მიერ არის გამოქვეყნებული და გერმანიაში მის ვიზიტს უკავშირდება. მაჩალიკაშვილი ასევ მიიჩნევს, რომ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელება არასწორია და სიმართლის დადგენა კანონის ფარგლებშიც შეიძლება.

მუქარის შემცველი ვიდეო დღეს გავრცელდა, სადაც ISIS-ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა