აკაკი ზოიძე - მე მხარს ვუჭერდი პოზიციას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაგვესახელებინა

მე მხარს ვუჭერდი პოზიციას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაგვესახელებინა, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდში რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით ვერსიები იყო და ისინი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ, თუმცა ზოიძის შეფასებით, “ასპარეზის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დათმობა სწორია”.

“მე მხარს ვუჭერდი პოზიციას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაგვესახელებინა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან “ქართულ ოცნებას” ყველა ინსტიტუტზე აქვს კონტროლი, რომელიც დემოკრატიულ სივრცეში არსებობდა, შესაბამისად, რადგან ეს ზეპარტიული თანამდებობაა, ეს გახლავთ სიმბოლური ძალაუფლების მქონე თანამდებობა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს გარეთ დიასპორასთან ან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სახელმწიფოს წარმოდგენისთვის, გარკვეულ შემთხვევებში გარკვეული არბიტრის როლის თამაშიც, თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კრიზისი იქნება, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ზეპარტიულ თანამდებობაზე იყოს არაპარტიული კანდიდატი”,-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი