მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ მგონია, ეს ვიდეომუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან მასში თემირლანი არ იქნებოდა

არ მგონია, ეს ვიდეომუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან მასში თემირლანი არ იქნებოდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგია. „დღეს მე პირველად ამ ვიდეოს არსებობა გავიგე თქვენგან. მე ისე გავიგე, ვითომ ეს იყო ჩეჩნური ჯგუფისგან გავრცელებული ვიდეო, მერე მითხარით, რომ ეს ვიდეო არსებობდა და გაირკვა, რომ ქართული ჯგუფისგან იყო შექმნილი. არ მგონია, ეს „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან იქ თემირლანი არ იქნებოდა. გუმაშვილების ბინას გვანახებენ, ლაფანყურის სპეცოპერაციას. საუბარია ორ მოკლულ მებრძოლზე, აქედან ერთი მოკლული კი არ არის, ციხეშია. ხეობაში ყველამ იცის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სოციალურ ქსელში ჯგუფი „Islam Stacy” აღარ იძებნება. აღნიშნულ ვიდეოსთან მიმართებით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. ISIS-ის ქართული დაჯგუფების სახელით მუქარის შემცველი ვიდეო ვრცელდება, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.

„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი... გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო