7 აგვისტოდან ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების პირველი ეტაპი ამოქმედდება

7 აგვისტოდან აშშ იწყებს ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის პირველ ეტაპს, რომელიც 2016 წლის იანვარში ბირთვული შეთანხმების შემდეგ გაუქმდა. სამშაბათიდან აღდგება შეზღუდვები თეირანთან ოქროსა და სხვა ძვირფას მეტალზე ვაჭრობაზე, ასევე ირანის ხელისუფლებისთვის დოლარის მიყიდვაზე. ამის შესახებ დღეს ამერიკის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადეს.

მათი განმარტებით, სანქციების ამოქმედების მეორე ეტაპი 5 ნოემბრიდან დაიწყება. „პრეზიდენტმა გაავრცელა ახალი ბრძანება ირანთან დაკავშირებით, რომელიც სანქციების განახლებას გულისხმობს“, - განაცხადეს ადმინისტრაციაში და დასძინეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ გაცხადებული პოლიტიკის გაგრძელებას თეირანზე ზეწოლის განხორციელების შესახებ.

მათივე ცნობით, ამგვარად, ამერიკას სურს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მიაღწიოს ახალ შეთანხმებას, რომელიც შეძლებდა ამ სახელმწიფოს მხრიდან არსებული საფრთხის ნიველირებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა