ამერიკის საელჩო - საქართველო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაიწყო დამანგრეველი ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი მოიცვა. ომის შედეგად დევნილები ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას კი წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესისა.

ოკუპაცია ათი წელია გრძელდება - ათი ხანგრძლივი წელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, ასევე, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა ერთად უზრუნველვყოთ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, - ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა