აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები იმართება

2008 წელს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით, 7 და 8 აგვისტოს, გორში სხვადახვა ღონისძიებები იმართება. ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს რუსეთ - საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს მძიმე დღეები.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებების აღნიშვნა გორში გუშინ, 22:00 საათზე დაიწყო. 8 აგვისტოს მემორიალთან ომის თემაზე ვიდეო ინსტალაცია გაიმართა.

ღონისძიებები დღეს დილიდანაც გაიმართება. ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობას დაურიგდება აგვისტოს ომის სიმბოლო - „წითელი ყაყაჩო“.

09: 30 საათზე გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია წირვას აღავლენს. 12:30 საათზე ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალთან გაიმართება მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.

11:00 საათიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალებს გვირგვინებით შეამკობენ. (რომელაშვილების სახელობის, 8 აგვისტოს, გმირების, ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალი, „სიცოცხლის ხე“, შინდისის გმირების მემორიალი).

აგვისტოს ღონისძიებებს გორში სინოდის წევრი მღვდელმთავრებიც დაესწრებიან. მეუფე ანდრია, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, კონფლიქტის ზონაში, სოფელ აძვის სამების ტაძარში სავედრებელ პარაკლის გადაიხდის. (15:00 საათი) სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული ოკუპაცის შედეგები და მავთულხლართები.

8 აგვისტოს, სიმბოლურად საღამოს 8 საათზე, გორში ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება მწერალ სალომე ბენიძისა და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ერთობლივი წიგნის “sHEROes” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორები იმ ქალების შესახებ ისაუბრებენ, ვისი ფოტებიც წიგნში მოხვდა. ფოტოწიგნი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც - მონაწილეები არიან. გმირები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ შეირაღებული კონფლიქტი მხოლოდ წარსულში დარჩენილი მოვლენა არაა და თუ როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ - სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა.

წიგნში გამოყენებული ფოტოების გამოფენა სამხატვრო სკოლაში 12:00 საათიდან დაიწყება.

მძიმე, მაგრამ საქართველოს რეალობის ამსახველი კადრების (ეკლესიის როლი აგვისტოს ომში) ნახვას საზოგადოება ერისთავის თეატრში 17:00 საათზე შეძლებს. ფილმი, სახელწოდებით „ გორი, უახლესი ისტორია. 2008 წლის აგვისტო“ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით გორელმა რეჟისორმა ოთო გვრიტიშვილმა გადაიღო. დოკუმენტური კადრებით ნაჩვენებია ომის სიმძიმე და სასულიერო პირების მოღვაწეობა აგვისტოს დღეებში. ფილმში გამოყენებული კადრები საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

08.08.08 - გორის ცენტრალურ მოედანზე, საღამოს 21:00 საათზე, სანთლებით დაიწერება. ომის ამსახველი თარიღი საქართველოს კონტურის შიგნით იქნება მოქცეული, კონტურზე მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და დუმილით პატივს მიაგებენ აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია