2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე, პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო

2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე საქართველოს პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, წირვა ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად გორის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიასთან ერთად ექვსმა მიტროპოლიტმა აღავლინა.

აღსანიშნავია, რომ წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა.

დღესვე გიორგი მარგველაშვილმა გორში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა