მიხეილ რამიშვილი - პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს აღიარებს

მიმაჩნია, რომ თავისი შინაგანი რწმენით, ღირსებით, თავისი წესიერებით, პრეზიდენტი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადების შეტანის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, არგუმენტი, თუ რატომ მიმართა დეკანოზმა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეწყალების თხოვნით, არის ის უკანონობა, რაც მართლმსაჯულებაში არსებობს.

“ასევე არგუმენტია ის, რომ არ შეიძლება ადამიანი ასე უკანონო პატიმრობაში იყოს, რადგანაც, როგორც საპატრიარქოში, ისე საერო ცხოვრებაში ის გარკვეული ჯგუფის პირადი პატიმარია და შესაბამისად, ძალიან ბევრი არგუმენტაციაა სამართლებრივად, მორალურად, ადამიანურად, რაც პრეზიდენტს წარედგინა ჩვენი განცხადებით და თან დართული მტკიცებულებებით და შესაბამისად, უკვე ერთადერთი ნათელი წერტილი დღეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი იმიტომ, რომ მართლმასჯულება საქართველოში არ არის, ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც და მიმაჩნია, რომ თავისი შინაგანი რწმენით, ღირსებით, თავისი წესიერებით, პრეზიდენტი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას”, - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს აღიარებს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა