„ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი გათხრითი სამუშაოების წარმოებისას, ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეეზღუდა

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი გათხრითი სამუშაოების წარმოებისას, ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს სამშენებლო კომპანიამ შპს „პალიტრა“ დააზიანა კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზსადენი, რის გამოც დღეს, 9 ივლისს 11:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეეზღუდა ვარკეთილის ზემო პლატოს 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ კოპრუსების, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ კორპუსების, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), გახოკიძის ქ. 6, შუამთის ქ. ,,ა" და ,,ბ", ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსებისა და კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის №210 ბაგა-ბაღი, №108 საჯარო სკოლა, შპს ,,თეგეტა მოტორსი", შპს ,,იფქლი 1", საქართველოს რკინიგზის ფილიალი და სხვა.

ადგილზე მობილიზებულია „ყაზტრანსგაზ - თბილისის" სწრაფი რეაგირების ბრიგადები რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია და აღდგეს უსაფრთხო გაზმომარაგება.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება დაზიანებული გაზსადენის სრულად რეაბილიტაციის შემდეგ. გაზმომარაგება სრულად აღდგება დღეს 21:00 საათისთვის.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა