ეროვნულ ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში (ს. ცინცაძის 63) 11 აგვისტოს, აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი გაიხსნება.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „აგვისტოს 10" „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბიბლიოთეკის ფასადური კედელი აგვისტოს ომის თემატიკის არტ-ნამუშევრით მოიხატა და მას „აგვისტოს კედელი" დაერქვა. კედელზე მხატვრის თვალით დანახული ომის სიმბოლოებია ასახული. ნახატის იდეაზეც და შესრულებაზეც მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშა) იმუშავა.

„აგვისტოს 10" კამპანია „ძალა ევროპაშია"-ს ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციის დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებასა და პოპულარიზაციის პროცესში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია