7 თვის მონაცემებით, „ევროპულმა საქართველომ“ შემოწირულება 92 ფიზიკური პირისგან მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 29, ხოლო „გირჩმა“ - 11 ფიზიკური პირისგან

2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტმა ფიზიკურმა პირმა გაუკეთა შემოწირულება. აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, პარტიაში შენატანი 92-მა ფიზიკურმა პირმა გააკეთა, ჯამში კი შემოწირულების რაოდენობამ 274 224 ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მსხვილი შემოწირულებები ჰქონდათ პარტიის ლიდერებს, რომელთანგან „ევროპულ საქართველოში“ 7 040 ლარის არაფულადი შენატანი, მხოლოდ გიგა ბოკერიამ განახორციელა.

29 ფიზიკური პირის შემოწირულება მიიღო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტიამ მსხვილი შემოწირულებები არაფულადი სახით მიიღო. ჯამში კი პარტიის შემოწირულებებმა 69 179 ლარი შეადგინა.

8 ფიზიკური პირისგან 119 997 ლარის შემოწირულება მიიღო „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველომ“. პარტიაში ყველაზე მსხვილი შენატანები, პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 20 000 ლარი და ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა 30 000 ლარი გააკეთეს.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულმა ოცნებამ“ იანვრიდან ივლისის ჩათვლით 9 ფიზიკური პირისგან, 93 025 ლარის შემოწირულება მიიღო. ამასთან აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 5 125 ლარის არაფულადი შემოწირულება გააკეთა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა კი მმართველ პარტიაში 7 800 ლარიანი არაფულად შემოწირულება განახორციელა.

11 ფიზიკური პირისგა 35 289 ლარიანი შემოწირულება მიიღო „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩმა“, თუმცა აღსანიშნავია, რომ იანვრიდან ივლისი ჩათვლით, 5 ყველაზე მსხვილი შემოწირულება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განახორციელა. მეგრელიშვილმა „გირჩს“ ჯამში 33 950 ლარი შესწირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა