ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტომანქანები შეფერხებით გადაადგილდებიან

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი - ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე წყლის მასა ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლის.

მოძრაობა ასევე შეფერხებულია ბათუმის შესასვლელშიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცენტრალურ გზაზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და ავტომობილების მოძრაობას აწესრიგებს.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა, ბათუმსა და ქობულეთში კი ქუჩები დაიტბორა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა