რუსთავის საქალაქო სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული გიორგი ჭანტურია.

როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ანა კეკენაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მიმართავს, რომ ჭანტურიას მიმართ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე და შემდგომი პროცესები ჭანტურიას თავისუფლებაში ყოფნისას ჩატარდეს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

„დაცვის მხარე სასამართლოსგან ითხოვს, რომ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან ამის გამოყენების საფუძველი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. თუ ბრალდების მხარე პატიმრობის შუამდგომლობით შევა სასამართლოში, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ჭანტურიას გათავისუფლება მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. შესაბამისად, სასამართლო სხდომების არსებითი განხილვები გაიმართოს ჭანტურიას თავისუფლებაში ყოფნის განმავლობაში", - განაცხადა კეკენაძემ.

რაც შეეხება მედიით გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელშიც თითქოს ბრალდებულის დის ხმა ისმის, ამასთან დაკავშირებით ადვოკატი აცხადებს, რომ ის ავთენტური არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა