ეკა ბესელია - ყველა დასახელებულ კანდიდატს შორის ყველაზე გამოცდილი და გამარჯვების მეტი შანსის მქონე სალომე ზურაბიშვილია

ყველა იმ კანდიდატს შორის, ვინც არის ამ დროისთვის დასახელებული, ყველაზე გამოცდილი და გამარჯვების ყველაზე მეტი შანსის მქონე არის სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

“ყველა იმ კანდიდატს შორის, ვინც არის ამ დროისთვის დასახელებული, ყველაზე გამოცდილი და გამარჯვების ყველაზე მეტი შანსის მქონე არის სალომე ზურაბიშვილი. მას ძალიან ბევრი წინაპირობა აქვს ამისა, რაც მე შემიძლია თამამად ვთქვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, იყო ძალიან ბევრი არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარი ზურაბიშვილის მიმართ, რაც მიუღებელია. „გუნდის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებებიც და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩვენს შორის, ვინც ამბობდა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს რომ გამოეხატა სურვილი და ჰქონოდა ასეთი პოზიცია, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი. არ დავასწრებ მოვლენებს და ყველას სახელით არ ვილაპარაკებ, თუმცა, მე პირადად, ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილს დავუჭერ მხარს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა